მილოშ ზემანი - დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა რუსეთს ადრე თუ გვიან აიძულებს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას
მილოშ ზემანი - დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა რუსეთს ადრე თუ გვიან აიძულებს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას

ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება უკრაინიდან გავიდეს. მილოშ ზემანი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მოწოდებით გამოვიდა, მათ შორის, სამხედრო დახმარების.

„დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა ადრე თუ გვიან აიძულებს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას“, – განაცხადა ზემანმა საშობაო მიმართვის დროს.

ამასთან, ზემანმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მხარს უჭერდა ჩეხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას, განსაკუთრებით ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, თუმცა ახლა, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, მთელ მსოფლიოსა და ჩეხეთსაც საფრთხე ემუქრება, ასეთ ვითარებაში კი ეკონომიკური ინტერესები მეორეხარისხოვანი ხდება.