მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ „უხერხემლობის“ პრემიერა გაიმართება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დღეს პრემიერაა.
თეატრის დასი ინგრიდ ლაუზუნდის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს, სახელწოდებით „უხერხემლობა“ წარმოადგენს.
სპექტაკლი წარმატებული ოფისის თანამშრომელთა თავგადასავალზე გვიყვება და მწვავედ ეხება დღევანდელობის მნიშვნელოვან პრობლემებს – გამუდმებულ რუტინაში გაჩენილ სტრესსა და ნევროზს, ბავშვობაში დაგროვებულ კომპლექსებსა და კარიერული მწვერვალისკენ მსწრაფი ადამიანების სისასტიკეს, ყოველდღიურობაში მივიწყებულ ადამიანურ გრძნობებსა და ურთიერთობებს.
სპექტაკლის რეჟისურაზე ირაკლი გურგენიძემ იმუშავა, მხატვარი – სოფიო მარიამ ქორიძე, მუსიკალური გაფორმება – ანი მურღულია , ქორეოგრაფი – კობა შონია. მონაწილეობენ: ანი იმნაძე, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ილია ჭეიშვილი წარმოდგენაში ხშირად შეხვდებით შავ იუმორს, ირონიასა და ამაოებით გამოწვეულ სევდას.
საპრემიერო ჩვენებები თეატრის მცირე სცენაზე 24 და 26 ნოემბერს არის დაგეგმილი.