მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით განსხვავებული შეხედულებების დასტური „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლა იყო
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით განსხვავებული შეხედულებების დასტური „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლა იყო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის შიგნით რომ განსხვავებული შეხედულებები არსებობს, ამის დასტური „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლა იყო.

მისი შეფასებით, სავარაუდოდ, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება არ იქნება პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა საზოგადოება ოპოზიციის რიგებში მსგავს შეუთავსებლობას იხილავს.

„მათი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა/არ შესვლასთან დაკავშირებით მცდარია. უალტერნატივოდ სწორია ის, რომ მათ პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.