თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა და სხდომა 3 იანვრამდე გადადო.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიზე სხდომის 12 იანვრამდე გადადებას ითხოვდა.
სოფიო გოგლიჩიძემ მიზეზად მისთვის მიცემული ვადა დაასახელა და თქვა, რომ დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად დრო მცირე და არაგონივრული იყო.
ადვოკატის მტკიცებით, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა, სრულყოფილად გაეცნოს მასალებს, ვერ მოახერხერხებს ბრალდებულის სრულყოფილად დაცვას და დაირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი.
პროკურორის ინფორმაციით, მან გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან და სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, 14 დეკემბრიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სხვა სასამართლო პროცესებზე მხოლოდ სამი საათი ესწრებოდა.
„მისი ტაქტიკა შეურახცმყოფელია როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლოსთვის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი.