მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს.

ამის შესახებ პირველ არხს სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.

სახელმწიფოს მიერ დამიშნულ საზოგადოებრივ დამცველს დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა უნდა წარედგინა, თუმცა სოფიო გოგლიჩიძის განმარტებით, მან მტკიცებულებების შეფასება და დასკვნის მომზადება ვერ მოასწრო.

ყოფილი პრეზიდენტის დამცველმა ჯერ არ იცის, რამდენი დღით მოითხოვს სხდომის გადადებას.

სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 13 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა.

ახალმა დამცველმა მტკიცებულებების გაცნობისთვის ერთ თვიანი ვადა ითხოვა, თუმცა მოსამართლემ მას ერთი კვირა მისცა.

ჯერ უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესის კიდევ ერთხელ გადადების შუამდგომლობას.

საუბარია, სანდრო გირგვლიანის საქმის ეპიზოდზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებას ედავებიან.

დატოვე კომენტარი