სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა
სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კიევის პეჩორის სასამართლოს შენობასთან მხარდამჭერები დახვდნენ.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც შეეწინააღმდეგა ყველას. მაგრამ მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ გაიგო თქვენი ხმა, გაიგო, რომ არსებობს სხვა მომავალი. მათ დამაკავეს ციხეში, შემდეგ უნდოდათ სააკაშვილი ჩაეკეტათ სახლში, იმიტომ, რომ ის შეიძლება მოკლან უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა. ამბობენ, რომ მე ვარ მათი აგენტი, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ მათ ჩემი მოკვლა უნდათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მხარდამჭერებისადმი მიმართვისას სააკაშვილმა მორიგი საპროტესტო აქციაც დააანონსა.

„შევიკრიბოთ კვირას. მე ბევრი საუბარი არ შემიძლია. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ და კიდევ ბევრი ვიქნებით. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მათ უფრო ნაკლები დრო დარჩებათ. ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან რადას დეპუტატობის თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

ფოტოები: ირაკლი გედენიძე