მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც დანარჩენ ბრალდებულებთან არანაირი კავშირი არ აქვს
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ნიორაძის ადვოკატი გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც დანარჩენ ბრალდებულებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ადვოკატის თქმით, გიორგი ნიორაძეს ბრალი ჯერ არ აქვს წაყენებული.
„დაკავებულია გიორგი ნიორაძე. ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე რასაც ჰქვია, ზეწოლას ახდენენ ამ მიმართულებით. გვიზღუდავენ საქმიანობას და არ გვეძლევა საშუალება, განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. დაკავებული გოგინავა არის ტრაილერის მძღოლი, არის რიგითი მძღოლი. დანარჩენ ბრალდებულებთან არავითარ კავშირში არ არის. მას ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული“, – განაცხადა გიორგი გოგინავამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დღეს 1989 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.