მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 13 დეკემბერს წარმოთქვამს
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 13 დეკემბერს წარმოთქვამს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას 13 დეკემბერს წარმოთქვამს. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ექს-პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა, რისთვისაც საქმის პროკურორს ოთხი საათი დასჭირდა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ის მტკიცებულებები, რაც ორი წლის განმავლობაში წარმოადგინა სასამართლოში.

“დათა ახალაია სააკაშვილისგან მორალურ და სამართლებრივ ვალში იყო, ამიტომ მისცა მან ამ საქმეზე ჩვენება. რატომ არ წარმოადგინეს მათ მეტი მტკიცებულება, რადგან  მეტი არაფერი არ ჰქონდათ. ყველა ჩვენი მტკიცებულება ადასტურებს ბრალს და ველოდები გამამტყუნებელ განაჩენს”, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ მტკიცებულებები სააკაშვილის ამ საქმესთან შემხებლობას ვერ ადასტურებს და სასამართლოს განაჩენი წინასწარ დაწერილია.