მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი 13 დეკემბერს დაიკითხება
მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი 13 დეკემბერს დაიკითხება

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 13 დეკემბერს დაიკითხება. ოქრუაშვილი ჩვენებას ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისცემს.

გამოძიების ინფორმაციით, ვალერი გელაშვილი 2005 წელს მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით სცემეს. ამ საქმეზე მსჯავრდებულია ვანო მერაბიშვილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენება ერთხელ უკვე მისცა.

ოქრუაშვილის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა გელაშვილის ცემა პირადად შეუკვეთა.