მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ  არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დავით კაკოიშვილის შუამდგომლობა, საქმიდან მოსამართლე გიორგი არევაძის აცილებასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც კაკოიშვილმა შუამდგომლობაში აღნიშნა, დაცვის მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ 2006 წელს, გიორგი არევაძე გირგვლიანის საქმეზე დაკავებულების მოსამართლის, გიორგი ჩემიას თანაშემწე იყო და შეხება ჰქონდა მტკიცებულებებთან.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის არაობიექტურობის ეჭვი აქვს, რაც მის აცილების საფუძველს წარმოადგენს.

გიორგი არევაძის თქმით კი, დაცვის მხარის არგუმენტი მცდარი და დაუსაბუთებელია.

“არგუმენტები მცდარი და დაუსაბუთებელია, თქვენ აჭიანურებთ პროცესს. შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, უსაფუძვლო. დღეს გაგახსენდათ ეს და ემ შუამდგომლობას და მე  არ ვაკმაყოფილებ”, -განაცხადა გიორგი არევაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ექს-პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.