მიხეილ სააკაშვილი - თითოეული ადამიანი, რომელიც მასობრივ შიმშილობას უერთდება, არის ცოტნე დადიანისა და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი
თითოეული ადამიანი, რომელიც მასობრივ შიმშილობას უერთდება, არის ცოტნე დადიანისა და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში. თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე შიმშილობის მასობრივ აქციას იწყებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ინფორმაციით, შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა და დღის ბოლომდე ელოდებიან მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონიდან. მოშიმშილეებს შორისაა პარტიის ლიდერების ნაწილი – ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ბარამიძე.