„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მასობრივი შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მასობრივი შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა და დღის ბოლომდე ელოდებიან მხარდამჭერებს სხვადასხვა რეგიონიდან. მოშიმშილეებს შორისაა პარტიის ლიდერების ნაწილი – ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი, გიორგი ბარამიძე.

აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მასობრივი შიმშილობის აქციას 100-ზე მეტი ადამიანი უკვე შეუერთდა.

„რადგან გუშინ იყო გამოცხადებული ნიკა მელიას მიერ ეს ინიციატივა, დღეიდან უკვე საბოლოო ჯამში გამოიკვეთება, ჩამოყალიბდება რიცხვი იმ ადამიანების, ვინც ჩაერთვება ამაში, იქნება ძალიან ბევრი, უპრეცენდენტოდ მასშტაბური, უკიდურესი პროტესტის ფორმა, რადგან მიგვაჩნია, რომ სხვა პროტესტის ფორმებთან ერთად, ეს არის ის გზა და ის მექანიზმი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და მთავარი აქ არის, ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური დევნა, რადგანაც პოლიტიკური დევნის პირობებში ვერ იქნება მშვიდი სიტუაცია, ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას მისცემს განვითარების საშუალებას. პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, როგორც სიმბოლო ამ პოლიტიკური დევნის, ვინაიდან ის არის პოლიტიკური მძევალი.

თქვენ იცით, რომ ნიკა მელიას ინიციატივა იყო და მან დაიწყო უკვე შიმშილობა წუხანდელიდან, დღის ბოლომდე გამოიკვეთება პირველადი სია, ვინ უერთდება ამ პროტესტს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.