მიხეილ სააკაშვილი – თითოეული ადამიანი, რომელიც მასობრივ შიმშილობას უერთდება, არის ცოტნე დადიანისა და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი
თითოეული ადამიანი, რომელიც მასობრივ შიმშილობას უერთდება, არის ცოტნე დადიანისა და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელ საქართველოში. თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.