მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულმა დაჩი ღლონტმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულმა დაჩი ღლონტმა მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
„სასამართლოს მოვახსენე, რომ ჩემი საქმე განიხილება საკასაციო სასამართლოში. ჩემი ჩვენება რომ არ იყოს ჩემს საწინააღმდეგოდ გამოყენებული, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ჩვენების მიცემაზე“, – განაცხადა დაჩი ღლონტმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დაჩი ღლონტს განუმარტა, რომ მას შეეძლო მიხეილ კალანდიაზე ჩვენება მიეცა, ხოლო იმ იმ კითხვებზე, რასაც ჩათვლიდა, რომ მის საწინააღმდეგოდ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, პასუხების გაცემისგან თავი შეეკავებინა.
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, სასამართლო მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებს.