მიხეილ ჯანელიძე ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას
მიხეილ ჯანელიძე ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ რეაგირებას

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ ელჩებთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღევანდელ შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების თაობაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული რთული ვითარების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

„ჩვენ მოველით, რომ სწორედ  საერთაშირისო საზოგადოების გამოხმაურებით, როგორიც ჩვენ ვიხილეთ
და შემდეგი ნაბიჯებით მათი მხრიდან, მოხდება გარდაცვლილის გადმოცემა და ასევე შესაძლებელი გახდება ეფექტური გამოძიების ჩატარება. ჩვენ რა თქმა უნდა, დღეს ვერ ვიტყვით, ზუსტად როდის გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ დიპლომატიურ არხს, რათა საერთაშორისო წნეხი გავზარდოთ და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ისე ჟენევის თანათავმჯდომარეების ჩართულობით და ვცდილობთ, რომ დაუყონებლივ მოხდეს როგორც მიცვალებულის გადმოცემა, ასევე ორი მოქალაქის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე ჩვენი ინფორმაციით, ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან, თუმცა მათ არ აქვთ ის ე.წ. საბუთები, რომელიც  მისცემს შესაძლებლობას გადმოვიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა მინისტრმა.