მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების მიზანია, მთავრობის საქმიანობა ოპტიმალური რესურსებით მაქსიმალურად ეფექტიანი გავხადოთ, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე გააკეთა.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, სტრუქტურული ცვლილებები ოპტიმიზაციას და მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას უკავშირდება.
“ჩვენი მიზანია, რომ პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადებული და საქართველოს მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილია, ოპტიმალური რესურსებით, მაქსიმალურად ეფექტურად განვახორციელოთ. შესაბამისად სწორედ ამ მიზნებს, ამ პრინციპებს მოემსახურება რეფორმა, რომელიც განხორციელდება. ცვლილებებში პარლამენტშია წარდგენილი და ყველასთვის გასაგები იქნება, რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი. ასევე, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები. მიზანი ერთია, ჩვენ ოპტიმალური რესურსების მეშვეობით, ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ”, – განაცხადა ჯანელიძემ