მიხეილ ჯანელიძე: პატრიარქს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნა
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.
„ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, რომ დღეს ფეხზე დგას. ჩვენ ვძლიერდებით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ რომ იმ ქადაგებით და იმ ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას“, – განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.
მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.