ილია მეორის აღსაყდრების 42 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]
ილია მეორის აღსაყდრების 42 წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო წირვა მიმდინარეობს [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან მიმდინარეობს. წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს.

წირვას ესწრებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევა მოხდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.