მიხეილ ჯანელიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის სახით მიიღეს
მიხეილ ჯანელიძე - არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა ვიზალიბერალიზაციის სახით მიიღეს

ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს, ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ვიზალიბერალიზაციის სახით მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღეისათვის არ დგას.

„ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა და ეს თანამშროლობა კიდევ უფრო გააქტიურდება, ერთად შევებრძოლებით კრიმინალს არა მარტო საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის გაცვლით და თანამშრომლობით შეგვიძლია იმ წუხილებს ვუპასუხოთ, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ.

ჩვენ ნამდვილად არ უნდა მივცეთ საშუალება კრიმინალებს ხელი შეუშალონ იმ დიდ სიკეთეს, რომელიც მიიღო თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ.

როგორც მოგახსენეთ, 220 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ძალიან დიდი პოზიტივით, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე  გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს.

„განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ”- განაცხადა ჯანელიძემ.