ირაკლი კობახიძე - მაქვს მოლოდინი, რომ ო'ბრაიენი ჩამოვა სამი ძირითადი თემით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები
ირაკლი კობახიძე - მაქვს მოლოდინი, რომ ო'ბრაიენი ჩამოვა სამი ძირითადი თემით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები

საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ჯეიმს ო’ბრაიენი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები აშშ-თან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები იქნება.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო’ბრაიენი ჩამოვა ძირითადად სამი თემით. ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.