მიხეილ გიორგაძე - სამთავრობო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს
მიხეილ გიორგაძე - სამთავრობო ცვლილებებზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამის შესახებ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.

„არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. ჩემთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა და ვერაფერს გეტყვით. ამის შესახებ თქვენგან მესმის პირველად“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს კულტურის მინისტრმა.