მიხეილ გიორგაძე - სამინისტროში კადრების შემცირება ადმინისტრაციულ ნაწილს შეეხება
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვარაუდობს, რომ სამინისტროში ოპტიმიზაციაზე მუშაობას სამი თვე არ დასჭირდება, თუმცა კონკრეტული ციფრები მხოლოდ საბოლოო გეგმის ჩამოყალიბების შემდეგ გახდება ცნობილი.
„წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ დარგობრივ მიმართულებას, სპორტს ვგულისხმობ ბუნებრივია და კულტურას. ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია. კადრების შემცირებებს ვვარაუდობთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, დარგობრივ ნაწილში ჩვენ პრაქტიკულად სრულად ვინარჩუნებთ კადრებს, რომლებიც მართლაც მაღალპროფესიონალური კადრები არიან. ჩვენ არც ერთი ადამიანის, არც ერთი პროფესიონალის დაკარგვა არ გვინდა“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება.