მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმი, ხიდი, დასაწყისი, ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უკრაინას დაუბრუნდეს
მიხაილ პოდოლიაკი - ყირიმი, ხიდი, დასაწყისი, ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უკრაინას დაუბრუნდეს

ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

მომხდარის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს“.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი. ყველაფერი არალეგალური უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი რუსეთის მიერ ოკუპირებული უნდა განიდევნოს“, – წერს პოდოლიაკი.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მერლინ მონრო ასრულებს სიმღერას „დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო“.

„დილა მშვიდობის, უკრაინა“, – წერს ალექსეი დანილოვი.

ცნობისთვის, რუსეთის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც ხიდის ნაწილი ჩამოინგრა. ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა აკრძალულია. ხანძარი ვერტმფრენის დახმარებით ჩააქრეს.