მიხაელ როთი - ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები
მიხაელ როთი - ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები

ძვირფასო ქართველებო, დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება, ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს.

„გმადლობთ, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გამოხვედით ქუჩებში და ევროპული საქართველოსთვის იბრძვით. პოლიტიკა საკმაოდ რთული რამ არის. პოლიტიკა არ არის ბინძური, მას პოლიტიკოსები აბინძურებენ – ეს ყოველივე კარგად ვიცი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატია პოლიტიკური ჩართულობის გარეშე კვდება. ამიტომაც, გთხოვთ, შეუერთდეთ ან დააარსოთ პროევროპული პარტიები. პოლიტიკური ცვლილებებისთვის ბრძოლა საპარლამენტო დემოკრატიის ფონზე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა; საქართველო ამას იმსახურებს!“ – წერს მიხაელ როთი.