მიხაელ როთი – მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა

19:54, 28.05.2024

სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

„არ დაგავიწყდეთ: „როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ“. არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა“, – აღნიშნავს მიხაელ როთი.

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მსგავსი