მიხაელ როთი - მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა
სევდიანი დღე საქართველოსა და ევროპისთვის. საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
„არ დაგავიწყდეთ: „როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ“. არ დანებდეთ, არჩევნები მალე მოვა“, – აღნიშნავს მიხაელ როთი.
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.