ავსტრალიის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს
ავსტრალიის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენებას კრძალავს. მსოფლიოში პირველი ასეთი კანონპროექტი პარლამენტს ავსტრალიის კომუნიკაციების მინისტრმა წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ ბავშვების ონლაინუსაფრთხოება მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
„არსებობს საყოველთაო გააზრება, რომ უახლოეს პერიოდში რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა მოზარდები გაუფილტრავი ინფორმაციის ზემოქმედებისგან დავიცვათ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ავსტრალიელისთვის სოციალური მედია, შესაძლოა, საზიანო იყოს“, – განაცხადა კომუნიკაციების მინისტრმა.