მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს რეგიონულ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
როგორც პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურში განუცხადეს, პაციენტს დაზიანებები მუცლის ღრუს არეში აქვს და შესაბამისი ოპერაცია უტარდება.
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დღის მეორე ნახევარში დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.