მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მიცკევიჩის ქუჩაზე დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული შ.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი შ.ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დღის მეორე ნახევარში დაჭრეს.