მეწარმის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება
მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, პროექტით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება, რადგან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება იგეგმება, ხოლო ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე მოხდება.
დღეს მოქმედი კანონით, მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობა გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.