ბათუმის ცენტრალურ ბაზარზე დასაქმებული მცირე მეწარმეები ხუთი თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან
ბათუმის ცენტრალურ ბაზარზე დასაქმებული მცირე მეწარმეები ხუთი თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ცენტრალურ ბაზრობაზე დასაქმებული მცირე მეწარმეები, ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები ხუთი თვით გათავისუფლდებიან იჯარის გადასახადისგან.

თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე კი, 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა.

ამ და სხვა ინიციატივების შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, რიჟვაძის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში დაზარალებული 900-ზე მეტი ფერმერისთვის გამოიყოფა კომპენსაცია ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით.

თორნიკე რიჟვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოც პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას დაამტიცებს.

მთავრობის სხდომაზე ეროვნული გამოცდებისთვის მზადებასა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფაზეც იმსჯელეს.

ბათუმში ოთხი საგამოცდო ცენტრი იქნება, რვა ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.

დატოვე კომენტარი