მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ სირიის ქალაქებიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ
სირიის ქალაქებიდან, მანბიჯიდან და კობანიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.
თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში და ქალაქ მანბიჯში ქურთების მოწვევის შემდეგ იმყოფება სირიის სამთავრობო არმიის ნაწილებიც. სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირე კი, სწორედ რუსეთია. აშშ-ის შუამავლობით, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტას 17 ოქტომბერს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაიწიონ.