მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ სირიის ქალაქებიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ სირიის ქალაქებიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ

სირიის ქალაქებიდან, მანბიჯიდან და კობანიდან ქურთი სამხედროების გასვლის საკითხს თურქეთი და რუსეთი სოჭში განიხილავენ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში და ქალაქ მანბიჯში ქურთების მოწვევის შემდეგ იმყოფება სირიის სამთავრობო არმიის ნაწილებიც. სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირე კი, სწორედ რუსეთია. აშშ-ის შუამავლობით, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტას 17 ოქტომბერს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა საზღვრიდან 30 კილომეტრში უნდა გადაიწიონ.

დატოვე კომენტარი