მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტში გია ყანჩელის Styx-ს შეასრულებს
მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ფრანკფურტის ალტე ოპერის დიდ სცენაზე კომპოზიტორ გია ყანჩელის Styx-ს შეასრულებს.
კონცერტში ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ 200-მდე ქართველი მუსიკოსი, გორის ქალთა კამერული გუნდი თეონა ცირამუას ხელმძღვანელობით და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
ჰამბურგის Elbphilharmonie-ში 2 აპრილს გამართული პრემიერის შემდეგ, ამჯერად, ალტე ოპერა უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოებს „ვერცხლისფერ მზეს“. შესრულდება ბიძინა კვერნაძის ცეკვა-ფანტაზია, ალექსი მაჭავარიანის – სიუიტა ბალეტიდან „ოტელო“, ზვიად ბოლქვაძის – „ათოვლილი სავანე“ და „ზმანება“ იოსებ კეჭაყმაძის – „მამაო ჩვენო“ და „ლაშარის გზაზე“.
გერმანულ ოფიცილურ საიტზე კონცერტზე დასაწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო.
კონცერტი 3 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება. 2018 წელს საქართველო საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა.