მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აღნიშნავს, რომ მარიხუანას კულტივაციას ეწინააღმდეგება.
„დავიწყებ იმით, რომ მარიხუანას მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ასეთი ადამიანების გამოსწორებაზე, მათ მკურნალობაზე. მისაბაძი არ უნდა იყოს მარიხუანას მოხმარება. ძალიან რთულ პერიოდში ვართ, მთელი ახალგაზრდობა ცდილობს, არა მხოლოდ მარიხუანაზე დამოკიდებული იყოს, არამედ ტოქსიკომანები ხდებიან.
რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციას, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ ამისა. ჩვენ არ ვიცით, რა მექანიზმებით იქნება დაცვა კულტურისა. მომხრე ვარ იმისა, რომ სანამ რამეს გადაწყვეტს ხელისუფლება, იყოს მსჯელობა ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, რათა ყველამ იცოდეს, რა ელის მათ. მიხარია, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი იქეთკენ, რომ ცდილობენ, თავი შეიკავონ ამ კანონის მიღებისგან და ქმედითუნარიანი გახდეს დიალოგი“, – განაცხადა მეუფემ მელქისედეკმა.