მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა შეფერხდა [ვიდეო]

მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

როგორც სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე გასულია შესაბამის ჯგუფი და მოძრაობა სავარაუდოდ უახლოეს წუთებში აღდგება.

„მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი აქვს. ადგილზე შესაბამისი ჯგუფი გასულია. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე წუთში მოძრაობა აღდგება. მოძრაობის შეფერხება ერთი მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია“,- განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში.

ერთ-ერთმა მგზავრმა სოციალურ ქსელში მატარებელში გადაღებული ვიდეო გაავრცელა.