მეტრო „ნაძალადევში“ მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო
მეტრო „ნაძალადევში“ მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო

თბილისში, მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო. როგორც პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მგზავრები სხვა შემადგენლობაში გადაიყვანეს.

როგორც მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ხარვეზი მემანქანემ დააფიქსირა და მიიჩნია, რომ მგზავრების სხვა მატარებელში გადასხმა აუცილებელი იყო, აღნიშნული შემადგენლობა კი ჩიხში შეიყვანეს, რამაც რამდენიმე წუთის განმავლობაში მატარებლის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მოძრაობა აღდგენილია. ადმინისტრაცია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ სერიოზული ტექნიკური ხარვეზი არ დაფიქსირებულა.