გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, შესაძლოა, მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს.
როგორც გაზეთი Bild წერს, ლონდონის “არსენალის” შემტევი უკვე ოთხი დღეა, მუხლის დაზიანების გამო არ ვარჯიშობს. იოზილმა ტრავმა ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.
ადრე იოზილს ზურგის ტრავმის გამო პრობლემები ჰქონდა და ამ მიზეზით 2017-18 წლების საკლუბო სეზონის დასკვნითი ნაწილი გამოტოვა.
გერმანიისა და მექსიკის მატჩი 17 ივნისს დაიწყება.