მესუთ იოზილი თურქეთში პოლიტიკურ კარიერას იწყებს #1TVSPORT
მესუთ იოზილი თურქეთში პოლიტიკურ კარიერას იწყებს #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რითი იქნება დაკავებული მესუთ იოზილი კარიერის დასრულების შემდეგ, რის შესახებაც გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მარტის ბოლოს გამოაცხადა.

როგორც გამოცემა Turkiyenewspaper-მა დაწერა, იოზილმა გადაწყვიტა, კენჭი იყაროს თურქეთის პარლამენტის წევრობაზე. ის კანდიდატი იქნება მმართველი პარტიიდან, რომლის ლიდერია ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი.

იოზილი კარიერის განმავლობაში თამაშობდა „შალკეს“, „ვერდერის“, „რეალის“, „არსენალის“, „ფენერბახჩესა“ და „ბაშაქშეჰირის“ შემადგენლობაში.

ნახევარმცველმა გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა.