იოზილმა „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა - ფეხბურთელს თურქეთში ელოდებიან
იოზილმა „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა - ფეხბურთელს თურქეთში ელოდებიან

მესუთ იოზილი უახლოეს დღეებში თურქეთში გაემგზავრება, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ The Athletic-მა განაცხადა. წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელმა „არსენალთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და „ფენერბახჩეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ მედიაში ისიც იწერებოდა, რომ იოზილი ახალი კონტრაქტის განხილვასაც აპირებდა, მაგრამ თურქული გუნდი აქტიურად ითხოვდა და ჩქარობდა მის გუნდში გადაყვანას, შესაბამისად ფეხბურთელმა უარი თქვა ხელფასზე, რომელსაც ლონდონური გუნდი მას უხდიდა. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ არტეტა მას საერთოდ არ ათამაშებდა და აშკარა იყო, რომ ესპანელი სპეციალისტის გეგმებში ის არ შედიოდა.

იოზილმა „არსენალის“ შემადგენლობაში 254 მატჩი ჩაატარა, სადაც 44 გოლის გატანა და 77 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ლონდონურ კლუბს ის 2013 წელს მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა.