მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის ორი სპეცმანქანა გადაეცა
მესტიის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს, სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის ორი სპეცმანქანა გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილები რაიონულ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან და მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად გადასცა.
ამასთან, ახალი სპეცმანქანები ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული. მესტიის მუნიციპალიტეტში 160-მდე სოფელია, რომელთაგან 90-ზე მეტი-რთულად მისასვლელ ადგილებშია. განახლებული ავტოპარკის საშუალებით სასწრაფო დახმარების მიწოდება ყველა წერტილში ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.
მანქანების გადაცემის შემდეგ, ავთანდილ თალაკვაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარება გადაუდებელი დახმარების ხარისხისა დაოპერატიულობის გაზრდას ემსახურება.