ახალი ავტობუსები ხვალიდან ოთხ, 13 თებერვლიდან კი კიდევ ხუთ მარშრუტზე გადანაწილდება
ახალი ავტობუსები ხვალიდან ოთხ, 13 თებერვლიდან კი კიდევ ხუთ მარშრუტზე გადანაწილდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხვალიდან მგზავრებს „ისუზუს“ მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ:

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;

N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);

N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);

N47 – ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);

13 თებერვალს კი ახალი ავტობუსები კიდევ ხუთ სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან:

N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;

N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;

N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;

N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);

N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული „ისუზუსა“ (ISUZU) და 90 ერთეული „მანის“ (MAN) მარკის ავტობუსები შეისყიდა.

„მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.