მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
ხანძარი დაახლოებით დილის 9:00 საათზე გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებოდნენ.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
სოფლის რწმუნებულის, თამაზ სუბელიანის თქმით, ოჯახი რვასულიანია, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
რწმუნებულის თქმით, მესტიის მერია ოჯახს დაეხმარება, ასევე, დაზარალებულ ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.