მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა [ვიდეო]

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს მდინარიდან მანქანის ამოყვანის სამუშაოები.