მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია
ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხთან განაცხადა, ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეჩერებულია.
რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში – მესტიის საავტომობილო გზას, ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და გზა ინტენსიურად იწმინდება.