მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია
მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია

ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო მესტია-კალა-უშგულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტილია.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხთან განაცხადა, ტექნიკის მუშაობა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო შეჩერებულია.

რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში – მესტიის საავტომობილო გზას,  ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა და გზა ინტენსიურად იწმინდება.