მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი 20 მაისს პრემიერას გამართავს.
„შოა“, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი გიორგი კაშიაა. წარმოდგენაში ექვსი მსახიობი მონაწილეობს. მხატვარი ანანო დოლიძეა.
სპექტაკლი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკზე გვიყვება, თუ რა პირობებში უწევდათ ადამიანებს ბრძოლა სიცოცხლისთვის.
პრემიერა თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება.
სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.