მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე ფესტივალს იწყებს
მესხეთის თეატრი ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე ფესტივალს იწყებს

15 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ეროვნული დრამატურგიის რიგით VII საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობს 21 თეატრალური დასი საქართველოდან და უცხოეთიდან.

მათივე ცნობით, 15 მაისს ფესტივალი „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება ირაკლი სოლომონაშვილის „მხოლოდ 5 დღე’“.

„მესხეთის თეატრი ტრადიციულად გპირდებათ დაუვიწყარ სანახაობას, წარმოგიდგენთ მრავალფეროვან რეპერტუარს, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებით. შეხვდებით თქვენთვის საყვარელ მსახიობებს, წარმატებულ რეჟისორებს, ცნობილ თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც გამართავენ დისკუსიებს ფესტივალის მიმდინარეობისა და ქართული დრამატურგიის შესახებ“, – აცხადებენ მესხეთის თეატრში.

2 ივნისს ფესტივალს მესხეთის დრამატული თეატრი დახურავს.