არგენტინელმა ლიონელ მესიმ ისევ ყველა განაცვიფრა თავისი ოსტატობით.
„ბარსელონას“ ვარჯიშის დროს, ფორვარდი მშვიდად ათამაშებდა ბურთს და ერთ მომენტში მოედნის მეორე მხარეს გაუშვა ბურთი, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი რეპორტაჟს ამზადებდა.
პასმა ჟურნალისტამდე მიაღწია და ბურთი მას პირდაპირ ფეხებს შუა გაუძვრა. როგორც ჩანს, ეს არის რეკლამის ტრეილერი, რადგან ვიდეორგოლის ბოლოში ჩნდება კომპანია Adidas-ის სლოგანი.