მესისა და სუარესის გოლებით „ინტერ მაიამი“ ამერიკის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
მესისა და სუარესის გოლებით „ინტერ მაიამი“ ამერიკის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ამერიკის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ინტერ მაიამი“ „ნეშვილს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:1.

გოლები გაიტანეს – ლუის სუარესმა (8), ლიონელ მესიმ (23) და რობერტ ტეილორმა (63). „ნეშვილის“ მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი სემ სარიჯია (90+3).

აღსანიშნავია, რომ მესიმ და სუარესმა გოლებთან ერთად საგოლე გადაცემებიც მიითვალეს.

„ინტერ მაიამი“ მეოთხედფინალში „მონტერეისა“ და „ცინცინატის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.